დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი 29%-ით გაიზარდა და თითქმის სამნახევარ მილიონს მიაღწია. ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, ინგლისში ერთი კვირის განმავლობაში 6 ივლისამდე კორონავირუსით 2 მილიონ 873 ათას 600 ადამიანი დაინფიცირდა.
შოტლანდიაში კოვიდ-19-ის 334 ათასი, უელსში 183 ათას 500 და ჩრდილოეთ ირლანდიაში 107 ათას 600 კოვიდშემთხვევა გამოვლინდა. საერთო რეიტინგი აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ყველაზე მაღალია და 29%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას.
დიდ ბრიტანეთში კოვიდშემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი 4.9 მილიონი მარტის ბოლოს დაფიქსირდა .