საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქულმა მხარემ ლოჯისტიკური ტექნიკა გადმოსცა. უწყების ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა და მას ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი დაესწრნენ.
ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.