ვითარება უკრაინაში 

20 ივლისი 2022, 10:19 1150 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში რუსულმა არმიამ სუმის ოლქი  ზუსტად 78-ჯერ დაბომბა.   2 ადამიანია   დაჭრილი. ოკუპანტებმა ღამით ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი. 

დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   თქმით, ექვსი დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის ოთხი ბავშვია.  

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სამი კერძო სახლი მთლიანად განადგურდა, დაახლოებით ათი  კი დაზიანდა. ქალაქ სლოვიანსკში, ტორეცკსა და დონბასის რამდენიმე ადგილას მტერმა საკრუიზო რაკეტა გამოიყენა, არის მსხვერპლიც.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი დონბასის რეგიონში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, მდინარე დნეპრის გადასასვლელების კონტროლი სავარაუდოდ, დონბასის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების შედეგისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 38 750 ჯარისკაცი დაკარგა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი