უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურში საკადრო რევიზია მიმდინარეობს და წყდება 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი.„სხვადასხვა დონე, სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ საფუძველი მსგავსია - მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას.
2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
ზელენსკიმ მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე.