რიგგარეშე სესიის ჩატარდების საკითხს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა

18 ივლისი 2022, 19:10 3133 ნახვა

ოპოზიციის მოთხოვნილი და პრეზიდენტის მოწვეული რიგგარეშე პარლამენტის სესია  აღარ გაიმართება. როგორც ბიუროზე ითქვა, არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო. სახელისუფლებო პარტია კი ოპოზიციას პოპულიზმში სდებს ბრალს და ირწმუნება, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ რიგგარეშე სესია არ გაიმართებოდა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ,რომ პარლამენტი არ ისვენებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელმაც უნდა მოამზადოს კონკრეტული კანონპროექტები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად. სესია კი ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი