ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში, ამიშ შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
„მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ. 2020 წელთან უაზრო შედარებებია, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იმუშავეთ იმ რეფორმებზე, რასაც ვითხოვთ. მაშინ საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა. არ იყო განცდა, რომ არჩევნები მასიურად გაყალბდა. იყო, როგორც მე ვეძახი „ნორმალური გაყალბება“, მაგრამ ის განცდა, რომ არჩევნები და ქვეყანა მოგვპარეს, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს, ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.