მთავრობის სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება. მინისტრთა კაბინეტმა განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება. ასევე კანონპროექტი, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. რაჭის ეროვნული პარკი 50 894 ჰექტარზე მოეწყობა, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ხელფასები 2026 წლამდე, მთავრობის დადგენილებით, საჯარო სექტორში 10%-ით გაიზრდება.