ვითარება უკრაინაში

18 ივლისი 2022, 10:03 389 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა  ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენეგი დაბომბეს.  ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაშავდა. უკრაინელმა დამცველებმა კი  ქვეყნის სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 ოკუპანტი, ტექნიკა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით, ასევე კამენკის, ნოვომიხაილოვკისა და ვუგლედარის დასახლებების ტერიტორიებზე მტრის თავდასხმები მოიგერიეს. 

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დასახლებას.

საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ბოგოროდიჩნის მახლობლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი