საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე 

15 ივლისი 2022, 13:57 432 ნახვა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. 

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად  სამკვირიანი სწავლება გაიარეს, რომელიც ორ ფაზას მოიცავდა.

პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში