ხანძრის შედეგად ხულოში საცხოვრებელი დაიწვა

13 ივლისი 2022, 14:33 790 ნახვა

ხულოში, სოფელ გორგაძეებში ხანძარი იყო. დაიწვა ორსართულიანი ხის სახლი და დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის დროს, ოთხწევრიანი ოჯახიდან სახლში მხოლოდ ერთი იმყოფებოდა. ის ხანძარს მეზობლების დახმარებით გადაურჩა.

ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

ხანძრით დაზარალებულ ოჯახს ქირით ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს, აჭარის მთავრობა კი სარეზერვო ფონდიდან 20 ათასი ლარით ეხმარება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში