პუტინმა შვილი ახალ თანამდებობაზე დანიშნა

13 ივლისი 2022, 13:12 600 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე თვეს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უმცროსმა ქალიშვილმა ახალი თანამდებობა დაიკავა.

ეკატერინა ტიხონოვა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის იმპორტის ჩანაცვლების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე გახდა. საბჭო იმპორტირებული აღჭურვილობის ჩანაცვლების, ციფრული სერვისების შესაქმნელად და საკანონმდებლო ინიციატივების ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა. მას აქამდე რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე შოხინი ხელმძღვანელობდა.

ტიხონოვა ასევე არის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი