ივნისის დასაწყისში ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით ბი-ეი 2.75. ექსპერტები ახალ შტამს უწოდებენ "მეორე თაობის" ვარიანტს, რადგან ვირუსის ეს შტამი ომიკრონის ბი-ეი 2-ის ვარიანტიდან წარმოიშვა.
ჯერჯერობით მსოფლიოში ახალი შტამით ინფიცირების რიცხვი უმნიშვნელოა, თუმცა პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა იაპონიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების სიმცირის გამო, მისი სეკვენირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება რთულია.
მეცნიერები შიშობენ, რომ ბი-ეი 2-ის მიმართ გაძლიერებული იმუნიტეტი შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს ვირუსის ახალი ბი-ეი 2.75-ის შტამის მიმართ.
ჯანმო აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემია ჯერ არ დასრულებულა.