ხანძრის შედეგად ბოძაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

08 ივლისი 2022, 15:01 3057 ნახვა

ხანძრის შედეგად შვიდწევრიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა ხულოში სოფელ ბოძაურში. ცეცხლი ორსართულიან ხის სახლს  დილით გაუჩნდა. 

ოჯახის წევრებმა, მათ შორის  ოთხმა არასრულწლოვანმა  მეზობლების დახმარებით   გამოაღწიეს ცეცხლმოკიდებული  სახლიდან.  მეხანძრე მაშველებმა მხოლოდ დამხმარე ნაგებობების გადარჩენა მოახერხეს. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. 

დაზარალებული აცხადებს, რომ  ხულოს რთული გეოგრაფიული  მდებარეობიდან გამომდინარე აუზები ან სამაშველო ბრიგადები თემებშიც უნდა იყოს მობილიზებული. მერიის ინფორმაციით,  სახანძრო ავზების მშენებლობა თემებში უკვე დაწყებულია.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში