ევროკავშირის რეკომენდაციები - საკომიტეტო განხილვები და შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

06 ივლისი 2022, 14:53 629 ნახვა

,,ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ყველა, 12-ვე პუნქტს შეასრულებენ, თანაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საბოლოოდ მაინც ევროკავშირზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

გეგმაზე საკომიტეტო მოსმენები ხვალიდან იწყება, მანამდე კი დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციას შორის შეხვედრა,  თუმცა რა შემადგენლობით იქნება ამ შეხვედრაზე ოპოზიცია წარმოდგენილი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

გადაწყვეტილებას  ხელისუფლების ოპონენტები  დღეს  მიიღებენ.  მანამდე კი  ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე გეგმავს, რომ საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვებიან.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი