ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია

05 ივლისი 2022, 14:47 1181 ნახვა

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, დაზიანებული ველობილიკების, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია. ასევე, ასფალტის საფარის დაგება. 

სამუშაოები უკვე დასრულდა გრიბოედოვიდან სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში. ასფალტის დაგება მიმდინარეობს ჰაიდარ აბაშიძისა და მელიქიშვილის, ასევე სელიმ ხიმშიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში