გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ - „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტს“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის საშუალებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას.