უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობაა. ყარაყალპაკეთის რეგიონში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე არეულობისას 20-მდე ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა, დააკავეს 516. პირველ ივლისს ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის გამო უზბეკეთის პრეზიდენტი ორჯერ ჩავიდა ნუკუსში. 2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. რესპუბლიკაში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. დღეს დილიდან მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გამო ქუჩაში არ გავიდნენ