ნობელების მუზეუმის ახალი მმართველი თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინეს 

04 ივლისი 2022, 14:26 1408 ნახვა

ძმები ნობელების მუზეუმს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მედეა ჩარკვიანი დღეს თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინეს.

ჩარკვიანი ამბობს, რომ მუზეუმის ცნობადობის გაზრდასა და ტურისტების მოზიდვაზე იზრუნებს. 

მედეა ჩარკვიანი ბოლო პერიოდში ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის პიარ-მენეჯერი იყო.

2006- 2017 წლებში კი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.  

ასევე კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი