უზბეკეთში მასობრივი არეულობების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

04 ივლისი 2022, 14:14 619 ნახვა

უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, 243 კი დაშავებულია. დაკავებულია აქციის 516 მონაწილე. 

უზბეკეთში მასობრივი არეულობა ივნისის დასაწყისში საკონსტიტუციო რეფორმას მოჰყვა, რომლის თანახმად  ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცლა იგეგმება.

პირველ ივლისს ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ  ნუკუსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი  ქუჩაში გამოვიდა.

უზბეკეთის ხელისუფლებამ  2 ივლისს არეულობის გამო ყარაყალპაკეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. მოქმედებს კომენდანტის საათი.   

საპროტესტო აქციების შემდეგ პრეზიდენტი მირზოევის გადაწყვეტილებით, უზბეკეთის კონსტიტუციაში ყარაყალპაკეთის სტატუსი უცვლელად დარჩება. ამის შესახებ მან პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი