ბულგარეთმა ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატი გააძევა

04 ივლისი 2022, 10:43 518 ნახვა

ბულგარეთს რუსი დიპლომატები ტოვებენ.  ქვეყნიდან გაძევებული დიპლომატები ოჯახებთან ერთად ორმა რუსულმა თვითმფრინავმა უკვე გაიყვანა.  ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას აეროპორტში აფრენამდე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რუსმა დიპლომატმა  ჟურნალისტებს  განუცხადა, რომ ის იყო იმ 70 რუს დიპლომატს შორის, რომლებიც "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს.

ბულგარეთიდან რუსების გაძევების  გადაწყვეტილება  პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კირილ პეტკოვმა მიიღო, რომელმაც მტკიცე პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს რუსეთის საელჩოს შესაძლო დახურვას სოფიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი