ისევ სირენები, აფეთქებების ხმა, დანგრეული შენობები და დაღუპული მოქალაქეები

02 ივლისი 2022, 20:03 1166 ნახვა

ისევ სირენები, აფეთქებების ხმა, დანგრეული შენობები და დაღუპული მოქალაქეები. რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ ხოცავს.  აგრძელებს სარაკეტო  თავდასხმებს  სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

დღეს ოდესას ოკუპანტმა ისევ შეუტია. სარაკეტო იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 წლის მოზარდი.  

რუსეთის აგრესიის გამო ომის დაწყებიდან დღემდე დაუზუსტებელი ინფორმაციით 344-ი ბავშვია დაღუპული.

უკრაინა დანებებას არ აპირებს და დასავლეთს მეტ დახმარებას სთხოვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში