ომი უკრაინაში

02 ივლისი 2022, 10:01 729 ნახვა

გუშინ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. 

ოკუპანტები ისევ თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აგრესორებმა დონეცკის ოლქში, 4 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიდან რუსი ჯარისკაცები განდევნეს, გვიან ღამით რუსულმა მხარემ მაინც მიიტანა იერიში კუნძულზე, მაშინ როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ მთავრობისგან ყველა ბრძანება უკვე შეასრულეს და კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რაც შეეხება მარიუპოლის დამცველებს, ტყვეობაში ამ დრომდე ბევრი ქალი დამცველი რჩება, აზოვის პოლკის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ტყვეობაში მედიკოსებიც არიან. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

დაიბომბა ბახმუტიც, რის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 1 ბავშვი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი