ევროპული კომისიის პრეზიდენტმა უკრაინის რადას მიმართა

01 ივლისი 2022, 14:54 638 ნახვა

უკრაინის რადას ევროპული კომისიის პრეზიდენტმა მიმართა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინას ახლა მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა,  რაც 5 თვის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინას წინ გრძელი გზა აქვს, რადას ევროპული კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ  ევროპა უკრაინის გვერდზე იქნება. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი