მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.
„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან“, – აღნიშნავს ანდრიუშენკო.
მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.