ოდესაში სარაკეტო იერიშის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა

01 ივლისი 2022, 10:14 816 ნახვა

ოდესის რაიონზე ღამის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. იერიშის შედეგად დანგრეულია სახლის ერთი სადარბაზო. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ოდესაზე იერიში რუსეთის სტარატეგიულმა ბომბდამშენებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს.

ღამით სარაკეტო იერიშების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. რთული ვითარებაა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩასნკთან, რომლის დაბომბვაც ინტენსიურად მიმდინაროებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი