თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის იუბილე

28 ივნისი 2022, 14:35 888 ნახვა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ  ინიციატივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა.  

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი,  გერმანიის, ნიდერლანდების სამეფოს ელჩები. 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

წელს სასწავლო დაწესებულებამ  ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით.  სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

სკოლის მისიაა უწყებაში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში