უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

28 ივნისი 2022, 11:52 597 ნახვა

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია - ასე შეაფასა თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას.

ზელენსკის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეებიდან ბევრმა შენობიდან გამოსვლა მოასწრო. მან მოუწოდა მოქალაქეებს, როგორც კი საჰაერო განგაშის სირენებს გაიგებენ, თავშესაფრებს მიაშურონ, რადგან ზელენსკის თქმით, „რუსეთი არაფრის წინაშე არ გაჩერდება“. 

მისი თქმით, ომის ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების, ავიაბომბების, რეაქტიული არტილერიის ჭურვების რაოდენობა ცხადყოფს, რომ ეს არის ტერორი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან აშშ-ისა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ლიდერებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი