დღეს უიმბლდონზე ძირითადი ბადის მატჩები დაიწყება და კორტზე ორ ქართველ ჩოგბურთელს - ნიკოლოზ ბასილაშვილს და ეკატერინე გორგოძეს ვიხილავთ.
30 წლის ბასილაშვილი დიდი სლემის ლონდონურ ტურნირზე 22-ე ნომრადაა განთესილი და სასტარტო შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათიდან ჩეხ ლუკას როსოლთან ელის, რომელიც „ეი-ტი-პი“-სკლასიფიკაციაში მხოლოდ 278-ე პოზიციაზეა.
უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად სცდის ძალებს 30 წლის ეკატერინე გორგოძე, რომლის მეტოქეც რუმინელი ირინა კამელია ბეგუ იქნება. ეს შეხვედრა დაახლოებით 19:30 საათიდან დაიწყება.