ფრენბურთის კლუბ „ბათუმის“ გამარჯვება

07 დეკემბერი 2025, 15:08 169 ნახვა

შეჯიბრება ფრენბურთში. ბათუმის სპორტის სასახლეში  ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა. „ბათუმმა“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ზღვისპირულ გუნდს მიმდინარე სეზონში 4 მოგება და 2 მარცხი აქვს. გაიმარჯვა ვაჟთა გუნდმაც, რომელმაც მეექვსე ტურში „ცაგერი“ დაამარცხა. ბათუმის ვაჟთა გუნდს ექვსიდან ექვსი მოგება აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. პირველ წრეში ქალთა გუნდს ორი, ვაჟთა გუნდს კი სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში