აჭარის ჩემპიონატი კრივში

05 დეკემბერი 2025, 14:01 13 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო კრივში აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა. შეჯიბრება 2008-2009, 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ტარდება. ტურნირში გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები, რომელიც ასევე დეკემბერში, საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ტურნირის დაწყებამდე წინასაშეჯიბრო სპარინგ მატჩი გამართა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაჭუტაძემ, რომელიც თურქეთის ნაკრების წევრს ემირჰან კალკანს დაუპირისპირდა.

სამრაუნდიანი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით ფრედ დასრულდა. წინასწარი შეხვედრები დღეს და ხვალ ჩატარდება, ფინალური ორთაბრძოლები კი კვირას, 7 დეკემბერს 12:00 საათიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში