„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მესამე სეზონი თბილისში „მონპელიესთან“ მატჩით გახსნა და პირველის ტაიმის 13:0 მოგების მიუხედავად, შეხვედრა 13:24 დათმო. ანგარიში ლუკა ცირეკიძის მიერ გატანილი ჯარიმით გაიხსნა.
მალე ქართულმა გუნდმა ლელოც დადო – თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა. ტაიმის ბოლომდე ლუკა ცირეკიძემ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და პირველი ნახევარი „შავმა ლომმა“ 13:0 მოიგო. მეორე ტაიმი „მონპელიემ“ აქტიურად დაიწყო, ტაიმის დასაწყისშივე ჯორდან უელესემ ლელო დადო და სხვაობა შეამცირა. მატჩის ბოლომდე ფრანგებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს.
