მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის ვინაობა ცნობილია.
ათეულშია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ოქტომბერს გამოვლინდება და „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა.
საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოვებს.