ომის მეხუთე თვე

25 ივნისი 2022, 15:51 681 ნახვა

უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან  დღემდე 34 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული პოლიცია რუსეთის საოკუპაციო ძალებთან კოლაბორაციონიზმის ფაქტზე სისხლის სამართლის 830 საქმეს იძიებს, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო საუბრობს. მისი თქმით, საქმეებში ბრალდებულებს შორის არიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პირები, ასევე ყოფილი სამართალდამცველები.

ომის 122-ე დღეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 339 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 611-ზე მეტი არასრულწლოვანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი