დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.
თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
ამასთან დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ.