ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

25 ივნისი 2022, 11:09 6792 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. თამარის დასახლებაში ცენტრალურ გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ფორდის მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილზე  საპატრულო და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობდნენ.

შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დროებით შეზღუდული იყო  საავტომობილო მოძრაობა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში