ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' ფარგლებში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. პროგრამა ითვალისწინებდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების დაფინანსებას, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.