სტიქია სენაკში - მუნიციპალიტეტი ორი დღეა სტიქიის ზონადაა ქცეული. ქვა-ღორღითაა დაფარული და დატბორილია სოფელთან და ქალაქთან დამაკავშირებელი ქუჩები, საცხოვრებელი სახლები.
წყალი პირველ სართულებზე და სარდაფებში შევიდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუნადგურდათ საოჯახო ტექნიკა და სურსათი.
რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც გახდა საჭირო.