ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აღემატება. ამის შესახებ თალიბანის მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა. მოძრაობის ლიდერი 500 დაშავებულის შესახებ საუბრობს. მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა.დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქია მძვინვარებს ჩინეთშიც. ძლიერ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, განადგურებულია შენობები, ნათესები და გზები. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გუგული ბერიძე მსოფლიო სიახლეებით.