ახალგაზრდებმა ხულოში ღია კინოთეატრი მოაწყეს

22 ივნისი 2022, 11:09 1372 ნახვა

,,აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ხულოში ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული პროექტი დაიწყო. მოზარდებმა ღია კინოთეატრის მოწყობა მაკულატურის შეგროვებით დაიწყეს, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხით კინოთეატრისთვის საჭირო ტექნიკის ნაწილი შეიძინეს.  

პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ორგანიზაციებიც დაეხმარნენ.

პროექტის მიზანი ღია კინოთეატრების პოპულარიზება და  ახალგაზრდული კავშირების  გამყარებაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში