ხულოს სოფელ კვატიაში მინი სპორტული მოედანი მოეწყო. ობიექტი საჯარო სკოლის მიმდებარედაა და სასკოლო სპორტული აქტივობებიც ჩატარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თვითმმართველობამ 28 ათასი ლარი დახარჯა. წელსვე მუნიციპალიტეტის მერია მსგავს სამუშაოებს კიდევ რამდენიმე სოფელში ჩაატარებს. მოედნების მოწესრიგება ძირითადად ძველის რეაბილიტაციის ხარჯზე ხდება, პარალელურად შენდება ახალი.