მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. პროტესტის 26-ე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბნენ სამედიცინო საფეროს წარმომადგენლები, ტრანსპარანტებით და საქართველოს დროშებით ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მარშით გადაინაცვლეს საკონსტიტუციო სამართლისკენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ. იყო სიტყვით გამოსვლები, მოგვიანებით კი მსვლელობით ჭავჭავაძის ქუჩისკენ გააგრძელეს გზა, აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას.