აქცია იმართება ამ წუთებში ბათუმში. სტუდენტები, მათი მშობლები და ლექტორ- მასწავლებლები სოლიდარობას უცხადებენ, 9 დეკემბერს დაკავებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს.
აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ,,თავისუფლება დეკანსა და სტუდენტებს“- ამ წარწერით გმირთა ხეივანში ბანერი გადმოფინეს, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და მსვლელობით გაემართნენ ხელოვნების უნივერსიტეტის მიმართულებით .