აქცია თბილისში - მსოფლიო მედიის გამოხმაურება

21 ივნისი 2022, 12:09 669 ნახვა

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ქუჩებში ათიათასობით ქართველი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მცდელობა, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, დიდი ხანია აღიზიანებს კრემლს და დაძაბულობამ კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

“ევრონიუსის“ კი წერს, რომ თბილისში გამართული აქციის მიზანი ბრიუსელისთვის სიგნალის გაგზავნა იყო იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა განიხილონ, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან საქართველო ეჭვმიტანილია უცნაურ თამაშში. ქვეყანაში დიდი ძალის მფლობელია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი რუსეთთან ძლიერი კავშირებით. ის ოფიციალურად პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ უცხოელი დიპლომატები ამბობენ, რომ კვლავ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. „ქართული ოცნების“ მთავრობა მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას, რადგან არსებობს აღქმა, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდება, რაც სერიოზულად აზიანებს თბილისის ურთიერთობას ბრიუსელთან,“- წერს გამოცემა.

„ეურაქთივი“ კი წერს, რომ თბილისში აქციის, „წინ ევროპისკენ“ ჩატარებისკენ საქართველოს წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა მოუწოდეს, რათა „ეჩვენებინათ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“. 

თბილისში გამართულ აქციას ასევე ეხმაურებიან : ფრანს 24, ალჯაზირა, ლემონდი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი