უკრაინა სამიტზე კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

20 ივნისი 2022, 11:38 736 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ამ კვირის სამიტზე შეთანხმებას მიაღწევენ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას და იქნება მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, კურსი უკვე განსაზღვრულია“, - განაცხადა ლაიენმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.   

მისი თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ გაწევრიანების სისწრაფე კანდიდატ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა სლოვაკეთის მაგალითი, რომელმაც პერსპექტივები 1999 წელს მიიღო და 2004 წელს შეძლო გაწევრიანება და თურქეთი, რომელიც ახლა უფრო შორს არის პოტენციური წევრობისგან, ვიდრე  მაშინ იყო.

უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს შვიდი მოთხოვნა იმისთვის, რომ არ დაკარგოს ახალი სტატუსი და გადავიდეს პროცედურის შემდეგ ეტაპზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი