“ისტორიული კვირა იწყება” - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა 

20 ივნისი 2022, 11:06 540 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს,  რომ იწყება ისტორიული კვირა, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხს ელოდება და ასევე მოსალოდნელია რუსეთის მტრული აქტივობის ზრდა.

ზელენსკის  თქმით, ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლებლობას ევროპული პერსპექტივის დასაცავად და ახალი მხარდამჭერების შესაკრებად.მისი შეფასებით, უკრაინა ელოდება 1991 წლიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მხოლოდ დადებითი პასუხი შეესაბამება მთელი ევროპის ინტერესებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი