მადრიდის სამიტზე გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარაა პარტნიორი, ის საფრთხეა - სტოლტენბერგი

19 ივნისი 2022, 17:59 751 ნახვა

მადრიდის სამიტზე გამოვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარაა პარტნიორი, ის საფრთხეა - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა დასავლეთმა კიევის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს, მაშინაც კი თუ ფასები მაღალია არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო.

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერისა და საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის განცხადებით, თურქეთის მოთხოვნები ფინეთისა და შვედეთის მიმართ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, მოლოდინები კი სამართლიანი და ლეგიტიმურია.

ამასთან, თურქეთი მადრიდის სამიტს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბოლო ვადად არ მიიჩნევს. სპიკერმა ასევე მადრიდის სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ვინაიდან ის სტრატეგიული კონცეფციის გადახედვას, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, სასურსათო უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად 18 მაისს განაცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი