უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა

19 ივნისი 2022, 12:06 1011 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში