აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დიდი ხანია, გადაუხვია მის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია, ამის შესახებ კი რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნას გაფლანგული“, – ნათქვამია განცხადებაში.