პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მოქალაქეები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ამჯერად პარლამენტთან შეიკრიბებიან. მედიამენეჯერი 24-ე დღეა, დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული.
ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღიურად იმართება. პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ასევე გააპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივებს.