აჭარის მთავრობის სახლთან მეექვსე დღეა მოქალაქეები ღამეს კარვებში ათენებენ. მათ პროტესტის ეს ფორმა მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყეს.
აქციის მონაწილეები თბილისში 2 თებერვალს თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც ისინი მედიასთან აცხადებენ, პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.